“მზიური ველნესი” მზიური დეველოპმენტის გამორჩეული საცხოვრებელი და გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც მახინჯაურში, ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე ვითარდება.
კომპლექსი მრავალწლოვანი ფიჭვებისა და ენდემური ნარგავების შუაგულშია მოთავსებული და ქმნის განსაკუთრებულ მიკროკლიმატს.
"მზიური ველნესი“ გააერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს 5 *****-იან ინტერკონტინენტალის ჯგუფის ბრენდულ სასტუმროს CROWNE PLAZA-ს და ბალნეოკურორტს.
საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბალნეოლოგიური და გამაჯანსაღებელი ცენტრით სარგებლობა როგორც „მზიური ველნესის“ მობინადრეებისთვის, ასევე ნებისმიერი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვიზიტორისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
"მზიური ველნესი“ მოიცავს 244 აპარტამენტს და 51 სასტუმროს ნომერს.