მზიური დეველოპმენტი ქართულ ბრიტანული საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც 2019 წელს დაარსდა და აჭარაში ორ მსხვილ საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტს ავითარებს.
კომპანიის პორტფელშია ისეთი პროექტები რომლებიც არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ რეგიონის განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი. რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის ზრდას აჭარის რეგიონში.
კომპანია ქართულ ბაზარზე ამკვიდრებს მშენებლობის უმაღლეს სტანდარტს, სწორედ ეს აძლევს მას ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას და მომხმარებლის ნდობას.
სამშენებლო სექტორში წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის, ასევე, დეველოპერულ სექტორში კომპანიის მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად მიიღწევა ის წარმატებული პროექტები რომლებიც დღეს კომპანიის პორტფელშია.
მზიური დეველოპმენტის ზღვისპირა საცხოვრებელი კომპლექსი პირველი პირდაპირი ბრიტანული ინვესტიციაა აჭარაში, რომელსაც ბრიტანული კომპანია MRMU International ახორციელებს.
სწორედ ინვესტორი კომპანიის მაღალკვალიფიციურობა განაპირობებს პროექტის მაღალი სტანდარტით მშენებლობას და შემდგომ ოპერირებას. უნიკალური ბუნებრივი პირობების, თერმული წყლების და მიკროკლიმატის გამო, ინვესტორის და დამფუძნებლების მიერ მზიური დეველოპმენტის განხორციელებისთვის შეირჩა ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის ტერიორია.
მზიური დეველოპმენტის ორივე პროექტში განთავსდება 5 ***** სასტუმრო, საერთაშორისო ბრენდი ,,Crown Plaza", რომელიც მაღალი სტანდარტების მომსახურების სერვისებს შესთავაზებს კომპლექსის მაცხოვრებლებს.
მზიური გარდენსის საცხოვრებელ კომპლექსში შემავალი 12,000 კვ. მეტრზე გადაჭიმული რეკრეაციული ზონა, მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავთან ერთად უნიკალურ მიკროკლიმატს და ხარისხიანი ცხოვრებისა და დასვენებისათვის იდეალურ გარემოს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ მზიური გარდენსი მახინჯაურში ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე, მრავალწლოვანი ფიჭვებისა და ენდემური ნარგავების შუაგულშია მოთავსებული.
მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ,,მზიური გარდენსი" კურორტ მახინჯაურში, ბათუმის ცენტრიდან სულ რაღაც 6 კილომეტრში, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში და ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე ვიზიტირებად და მწვანე ადგილ ბოტანიკური ბაღიდან სულ რაღაც 2 კილომეტრში მდებარეობს. ცნობილია რომ მახინჯაურში არსებული მინერალური წყლებისა და კლიმატური პირობების წყალობით XX საუკუნის დასაწყისიდან მახინჯაურს აქტიურად იყენებენ, როგორც კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტს.
გამორჩეული ლოკაციის წყალობით ,,მზიური გარდენსის" აპარტამენტების ყველა ფანჯრიდან ზღვის და მთის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.
მზიური გარდენსის მობინადრეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლობ სასტუმროს Crowne Plaza-ს 5* -იანი სერვისებით, რომელიც ყველანაირ პირობას ქმნის აქტიური დასვენებისა, თუ რელაქსაციისთვის.
მზიური გარდენსი მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. სახანძრო უსაფრთხოების ნორმები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, რომელიც შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების ნორმებს განსაზღვრავს. უსაფრთხოების დაცვა კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე ასევე მოხდება 24/7 ვიდეო კონტროლისა და ცოცხალი დაცვის საშუალებით.
,,მზიური გარდენსში" ბინის შეძენით თქვენ არა მხოლოდ მყუდრო და ხარისხიან საცხოვრებელს იძენთ, არამედ გონივრულად ახდენთ თანხის ინვესტირებას. ბათუმი, როგორც შავი ზღვის პირეთის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილი ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს მასპინძლობს. შესაბამისად ბინის გაქირავება სოლიდური შემოსავლის წყაროდ შეიძლება იქცეს. წლიური საშუალო დატვირთულობა 60-70 %-ს აღწევს, რაც შესაძლებლობას მოგცემთ ინვესტირებული თანხები 3-დან 5 წლამდე ვადაში დაიბრუნოთ.
შენობის ფასადი დამუშავებულია სპეციალური თბო და ჰიდრო საიზოლაციო მასალით, რაც ერთის მხრივ ხელს უწყობს ენერგოეფექტურობას, ხოლო მეორეს მხრივ იცავს ფასადს წყლის შეღწევისგან და შესაბამისად ნესტის დაგროვებისგან. ასევე, მშენებლობის პროცესში გამოყენებულ იქნა სპეციალური ენერგო-ეფექტური ბლოკი, რომელიც ამასთანავე ახდენს ხმის იზოლაციას.
,,მზიური გარდენსში" ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული საცხოვრებელ კომპლექსის ტერიტორიაზე უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნისათვის.
სახანძრო უსაფრთხოების ნორმები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, რომელიც შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების ნორმებს განსაზღვრავს.
,,მზიურის გარდენსის" კომპლექსში განთავსებულია ხანძრის მართვის ოთახი, საიდანაც მოხდება უსაფრთხოების ყველა ღონისძების გატარება და კონტროლი. ამასთანავე ყველა სართულის აღჭურვილია კვამლის დეტექტორებით.
შენობის ძირითად ნაწილებში იატაკები და კედლები მოწყობილია ცეცხლგამძლე მასალებით.
,,მზიური გარდენსის" კომპლექსში შემავალ თითოეულ ბლოკში დამონტაჟებულია ორ-ორი სახანძრო დანიშნულების ლიფტი.
,,მზიური გარდენსის" კომპლექსში შემავალ თითოეულ ბლოკში ასევე მოეწყობა ორ-ორი სახანძრო კიბის უჯრედი, რომელიც ცეცხლგამძლე სამშენებლო მასალებითა და კარებით იქნება აღჭურვილი.
,,მზიური გარდენისის" მულტიფუნქციური კომპლექსის ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვა განხორციელდება 24/7 ვიდეო კონტროლისა და ცოცხალი დაცვის საშუალებით.
კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული სპა და ფიტნეს ცენტრი გაჯანსაღებისა თუ რელაქსაციისთვის იდეალურ გარემოს გპირდებათ, სადაც შედის ჯაკუზი, მასაჟის ოთახი, საუნა და სავარჯიშო დარბაზი. ასევე, კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა ღია და დახურული აუზები.
,,მზიური გარდენსის" ეზო იდეალური ადგილია განტვირთვისთვის და მეზობლებთან სოციალიზაციისთვის. ეზოს ტერიტორიაზე მოეწყობა კალათბურთის მოედანი, საზაფხულო ამფითეატრი, დამონტაჟდება საცოცი კედელი. ყველაფერი ეს შექმნის მყუდრო და კომფორტულ დასასვენებელ გარემოს.
,,მზიური გარდენსი" ზღვიდან სულ რამდენიმე ნაბიჯითაა დაშორებული. ჩვენი მაცხოვრებლები სანაპიროზე გადასვლას სპეციალურად მოწყობილი ხიდის და ლიფტის მეშვეობით შეძლებენ, სადაც მათ დახვდებათ კეთილმოწყობილი სანაპირო ზოლი.
,,მზიური გარდენსში" განსაკუთრებულ ყურადღებას ბავშვებზე ზრუნვას ვუთმობთ. ამიტომაც, კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი და სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის. წვიმიან ამინდებში კი ბავშვები გართობას მათთვის სპეციალურად მოწყობილ დახურულ სათამაშო ოთახში შეძლებენ.
გურმანებისთვის მზიური გარდენსის საცხოვრებელი კომპლექსი ნამდვილი სამოთხე იქნება. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება ქართულ-ევროპული რესტორანი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები. ჩვენი ლაუნჯები და ბარები კი შემოგთავაზებენ ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ფართო არჩევანს.
კომპლექსში საქმიანი შეხვედრებისთვის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი. მოეწყობა როგორც შიდა, დახურული საკონფერენციო დარბაზი, ასევე ეზოში გამოიყოფა სივრცე შეხვედრებისთვის.
,,მზიური გარდენსის" ლობიში, კომფორტულ გარემოში საქმიანი შეხვედრების გამართვის თუ უბრალოდ დასვენების შესაძლებლობაა. იქვე იფუნქციონირებს ლობი ბარი, რომელიც ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ფართო არჩევანს შემოგთავაზებთ.
,,მზიური გარდენსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ორი სართული (-1 და -2) დაეთმობა პარკინგს. გარდა ამისა, ეზოს პერიმეტრზე მოეწყობა მცირე მასშტაბის ღია საპარკინგე სივრცე. ავტოსადგომების მოწყობის დროს სრულად იქნება დაცული მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები. ჩვენს მულტიფუნქციურ კომპლექსში ყველაზე მწვანე ტრანსპორტისთვის, ველოსიპედებისთვისაც იქნება გამოყოფილი სპეციალური სადგომები.
იმისათვის, რომ ლიფტის რიგში არ მოგიწიოთ დგომა, ,,მზიური გარდენსის“ კომპლექსში შემავალი თითოეულ ბლოკში დამონტაჟებული იქნება ოთხი ლიფტი, რომელიც თქვენს სწრაფ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.
,,მზიური გარდენსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ყველა სართულზე გამოიყოფა ოთახები ტექნიკური მოწყობილობებისთვის.
წვიამიან ამინდში დროის მხიარულად გასატარებლად კომპლექსის ტერიტორიაზე შეგიძლიათ ითამაშოთ ბილიარდი, ან სულაც მეგობრებთან ერთად კარაოკე იმღეროთ და სამაგიდო თამაშები ითამაშოთ.
,,მზიური გარდენსის" მაცხოვრებლებს მოემსახურება კონსიერჟი, რომელიც მობინადრეებს ყველა მათთვის საჭირო სერვისს შესთავაზებს.
თუკი ,,მზიური გარდენსში“ ბინის შეძენას საინვესტიციო მიზნით გეგმავთ და გსურთ მომავალში მისი გაქირავება, ამაში ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ. სურვილის შემთხვევაში მზად ვართ გაქირავებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი ჩვენს თავზე ავიღოთ.
,,მზიური გარდენსის“ საცხოვრებელ კომპლექსში შემავალ მრავალფეროვან ინფრასტრუქტურასა და მწვანე საფარს, რა თქმა უნდა, შენარჩუნება და რუდუნებით მოვლა-პატრონობა სჭირდება, რაზეც ჩვენი პროფესიონალი გუნდი იზრუნებს.
კომპლექსიდან გაუსვლელად ჩვენი მაცხოვრებლები ასევე შეძლებენ ისარგებლონ სილამაზის სალონით, ქიმწმენდის მომსახურებით. ადგილზე, ასევე იფუნქციონირებს სუვენირების მაღაზია და ხელმისაწვდომი იქნება, როგორც ბანკომატები, ასევე ჩასარიცხი აპარატები.