en ru
მზიური გარდენსი - გონივრული ინვესტიცია უძრავ ქონებაში
მზიური გარდენსი - გონივრული ინვესტიცია უძრავ ქონებაში

25 ივლისი, 2022

"მზიური გარდენსი" პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტია შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ მახინჯაურში, რომელიც ზღვიდან სულ რამდენიმე მეტრში, ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე მდებარეობს და აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, 5*-იან საერთაშორისო სასტუმროების ქსელ CROWNE PLAZA-სა და ბალნეოკურორტს.

ისტორიული მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენა, 5****- იანი საერთაშორისო სასტუმროების ქსელ CROWNE PLAZA -სთან პარტნიორობა და კომპლექსში სასტუმროს სერვისების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო ღირებულების მატარებელია. „მზიური გარდენსის“ გამორჩეული ლოკაცია, მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავით შექმნილი მიკროკლიმატი და მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა კი ერთობლიობაში ქმნის იდეალურ გარემოს ხარისხიანი ცხოვრებისა და დასვენებისთვის. 

პროექტში ინვესტიციით როგორც ქართველები, ასევე უცხოელებიც ინტერესდებიან, რადგან კომპლექსი ბათუმიდან, საქართველოს ყველაზე პოპულარულ საზღვაო კურორტიდან, სულ რაღაც 6 კილომეტრში მდებარეობს. ამ ზღვისპირა ქალაქს, რომლის მოსახლეობაც 200 000-იც კი არ არის,  მხოლოდ 2021 წელს  700 000 უცხოელი ვიზიტორი ეწვია.  

"მზიური გარდენს" ირჩევენ ისინი ვისთვისაც ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზღვაზე დასასვენებლი სივრცე იყოს ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე გარემოში და თან ახლოს ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან. 

პროექტში დაბანდებული ინვესტიცია მუდმივად მზარდი სოლიდური შემოსავლის წყაროა, მხოლოდ 5 წელში შესაძლებელია აპარტამენტების გაქირავებით ინვესტიციის დაბრუნება წლიური ROI-ით 14%.

სწორად ეს არის სწორი, გონივრული და მომგებიანი ინვესტიცია.   

"მზიური გარდენსი" 15000 კვ,მ -ზეა განთავსებული და მოიცავს ორ 15-სართულიან და ერთ 17 სართულიან შენობას, რომელიც პრემიუმ კლასის 581 აპარტამენტისგან შედგება და ყველა ბინიდან ზღვის და მთის პანორამული ხედები იშლება.

კომპლექსის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ კონსიერჟის მომსახურებით, სათამაშო და სპორტული მოედნებით, საბავშო გასართობი, ინფრასტრუქტურით, ქართულ - ევროპული რესტორნით და სპეციალური ხიდით, რომლითაც მარტივად შეძლებენ იზოლირებულ და კეთილმოწყობილ სანაპიროზე გადასვლას.

პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყო, ამ დროისთვის უკვე დასრულებულია სამივე ბლოკის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც უმაღლესი ხარისხის მასალებითა და  საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო პროცესები, აპარტამენტები ბარდება დასრულებული რემონტით, ავეჯით და ტექნიკით.

ტერიტორიაზე დაგეგმილია ისტორიული მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენა და საერთაშორისო სტანდარტების მქონე 60-ნომრიანი სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობა, რომელიც როგორც კომპლექსის მობინადრეებისთვის, ასევე ნებისმიერი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვიზიტორისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

პროექტის მიზანია აჭარა, კონრეტულად კი მახინჯაური, აქციოს ოთხივე სეზონზე მიმზიდველ დასასვენებლ ლოკაციად,  ამ გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო ტურიზმის განვითარებას  და ბალნეოკურორტით დაინტერესებული ვიზიტორების მიღებას მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.

მზიური გარდენსი - იდეალური გარემო ხარისხიანი ცხოვრებისა და დასვენებისთვის

წყარო: https://bit.ly/3zvHSWM

გაყიდვების ოფისები:
  • თამარ მეფის გამზირი 14, ბათუმი (გაყიდვების ოფისი და პროექტის მდებარეობა) ბესიკის ქ.4 , თბილისი ( ბესიკის ბიზნეს ცენტრი) 5 Professor Avraham Pzurnik Street, Nes Ziona, ისრაელი
  •  
  • +995 593 75 50 50
  • +972506386887 ( ისრაელი )
  • +972545835544 ( ისრაელი )
  • +995 593 76 50 50
  • +995 593 75 50 50
  • back to up
    created

    We use cookies. Read the legal stuff (no recipes included).

    Okay