18 დეკემბერი, 2023
7 დეკემბერს ბათუმში მზიური რეზორტის ახალი პროექტის მზიური ველნესის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია და წამყვანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო რეალტორები.
კომპანიის კომერციულმა დირექტორმა თეონა გიორგაძემ მადლობა გადაუხადა მათ თანამშრომლობისთვის და გააცნო ახალი, გამორჩეული და ისტორიული მნიშვნელობის პროექტი მზიური ველნესი.
მზიური ველნესი საცხოვრებელი და გამაჯანსაღებელი კომპლექსია მახინჯაურში, რომელი ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე 16,000 კვ.მ-ზე ვითარდება და გააერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, 5ვარსკვლავიან საერთაშორისო სასტუმროების ქსელ CROWNE PLAZA-ს და ბალნეოკურორტს.