en ru
'მზიური ველნესი' - ახალი, ისტორიული მნიშვნელობის საცხოვრებელი და გამაჯანსაღებელი კომპლექსი აჭარაში
'მზიური ველნესი' - ახალი, ისტორიული მნიშვნელობის საცხოვრებელი და გამაჯანსაღებელი კომპლექსი აჭარაში

4 დეკემბერი, 2023

მახინჯაურში, ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორია სულ მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს. კურორტი ათწლეულების მანძილზე იყო სასურველი ადგილი სამკურნალო გამაჯანსაღებელი დანიშნულებით, სადაც ვიზიტორთა რიცხვი როგორც პოსტსაბჭოთა ისე ევროპის მრავალი ქვეყნიდან ყოველწლიურად 10 000-ს აჭარბებდა.

მახინჯაური ზღვისპირა კლიმატურ, ბალნეოლოგიური კურორტია, იქ არსებულ მიკროკლიმატს და სუბთერმულ-მინერალურ წყალს ჯერ კიდევ მე 20 საუკუნის დასაწყისიდან იყენებდნენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და სწორედ ამიტომ სტუმრობდნენ კურორტს წელიწადის ოთხივე დროს.

მზიური ველნესის საცხოვრებელი და გამაჯანსაღებლი კომპლექსი რომელიც 16000 კვ.მ ზე მრავალწლოვანი ფიჭვებისა და ენდემური ნარგავების შუაგულში ვითარდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არამედ მთლიანად რეგიონისთვის.

მზიური ველნესი გააერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, 5*****-იან სასტუმროების ქსელ CROWNE PLAZA-ს და საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბალნეოლოგიურ და გამაჯანსაღებელ ცენტრს რომელიც როგორც „მზიური ველნესის“ მობინადრეებისთვის, ასევე ნებისმიერი ვიზიტორისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ჩვენი მიზანია აჭარა, კონკრეტულად კი მახინჯაური კვლავ ვაქციოთ ოთხივე სეზონზე მიმზიდველ დასასვენებლ ლოკაციად და ამ გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო ტურიზმით და ბალნეოკურორტით დაინტერესებული ვიზიტორების მიღებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენს.

კომპლექსის მშებელობა უკვე დაწყებულია და 2026 წლის ბოლოს დასრულდება. 

წყარო: https://rb.gy/77ettn

 

გაყიდვების ოფისები:
  • თამარ მეფის გამზირი 14, ბათუმი (გაყიდვების ოფისი და პროექტის მდებარეობა) ბესიკის ქ.4 , თბილისი ( ბესიკის ბიზნეს ცენტრი) 5 Professor Avraham Pzurnik Street, Nes Ziona, ისრაელი
  •  
  • +995 593 75 50 50
  • +972506386887 ( ისრაელი )
  • +972545835544 ( ისრაელი )
  • +995 593 76 50 50
  • +995 593 75 50 50
  • back to up
    created

    We use cookies. Read the legal stuff (no recipes included).

    Okay